Friday, March 12, 2010

გერმანული კვალი საქართველოში

1. პროექტის სახელი: გერმანული კვალი საქართველოში


2. მოსწავლეები ცდილობენ მოიძიონ კონკრეტულად : რა და სად ააშენეს საქართველოში გერმანელებმა და რა ფუნქციები აქვთ მათ დღეს


3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან რა გერმანულ კვალს ვხვდებით თანამედროვე საქართველოში. როგორ ფუნქციონირებენ ისინი დღეს და რა როლი აკისრიათ მათ. მოსწავლეები ესტუმრებიან გოეთეს ინსტიტუტს და დაესწრებიან რამოდენიმე ლექციას... მოინახულებან საქველმოქმედო დაქესებულებას– ბავშვთა სოფელი.. მოინახულებენ აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული დევნილებისთვის გერმანელების მიერ აშენებულ სახლებს და გაეცნობიან თავიანთ თანატ–ოლებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ასევე ესტუმრებიან გერმანიის საელჩოს საქართველოში

4.ონაწილეთა ასაკი/კლასი: 6–8

5.ვადები/ხანგრძლივობა: 4– 5 კვირა

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები გაიღრმავებენ ენის ცოდნას და უფრო ახლოს გაეცნობიან იმ ერის ქველმოქმედებას და მოგვაწეობას საკუთარ ქვეყანაში, რომლის ენასაც შეისწავლიან

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან ფოტოალბომს, ვიდეომასალას, მოაწყობენ საქველმოქმედო აქციებს და შემოსული თანხებით დაეხმარებიან ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს. ესტუმრებიან გორში გერმანელების მიერ აგებულ სახლებს.

8. სარგებლობა სხვებისთვის: დაეხმარებიან ომის შედეგად დაზარალებულ თავიანთ თანატოლებს საქველმოქმედო აქციებით


9. სამუშაო ენა: ქართული

10.კავშირი ეროვნულ გეგმასთან:კვლევა– ძიების უნარის განვითარება, ინფორმაციების მოპოვება, ისტ– ის გამოყენება

11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნინო გაგოშიძე–105ე საჯარო სკოლის გერმანული ენის პედაგოგი

12.პროექტის ფასილიტატორის ელ– ფოსტა: ninogagoshidze2552.gmail.com

13. პროექტის ვებ– გვერდი/ ბლოგი: ninkaninka2552.blogspot.com



No comments:

Post a Comment